ჯანდაცვა
ბორჯომში, სასტუმროს აივნიდან ბავშვი გადმოვარდა


ქალაქ ბორჯომში, სამი წლის ბავშვი სასტუმროს აივნიდან გადმოვარდა. შემთხვევა 24 თებერვალს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მცირეწლოვანი მესამე სართულის აივნიდან ჩამოვარდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო ცენტრში გადაიყვანა. მენეჯერის თქმით, გარეგნული დაზიანებები და მოტეხილობები არ აღენიშნება.

„კომპიუტერულ ტომოგრაფიული კვლევა ჩაუტარდა თავისა და მუცლის ღრუს არეში. წუთი-წუთზე ველოდებით პასუხებს. სასწრაფომ რომ შემოიყვანა, გონზე იყო“, - გვითხრა ირაკლი დიასამიძემ.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით. ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე.

| Print |