ჯანდაცვა
ახალციხეში, ავარიისას დაშავებული რვა წლის ბავშვი პალატაში გადაიყვანეს

 

რვა წლის გოგო, რომელიც ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მძიმედ დაშავდა, მკურნალობას იაშვილის კლინიკაში, პალატაში აგრძელებს. ბავშვი ჯერ მართვითი სუნთქვის აპარატიდან მოხსნეს, ახლა კი ნეირომეცნიერების დეპარტამენტის პალატაში გადაიყვანეს.

„ბავშვის მდგომარეობა მძიმედ აღარ ითვლება. კლინიკიდან გაწერაზე საუბარი ჯერ არ არის“, - გვითხრეს იაშვილის კლინიკაში.

ავარია ახალქალაქის გზატკეცილზე, 16 თებერვალს მოხდა. მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა მოცურდა და ხეს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად სამი ბავშვი დაშავდა, მათგან ერთი - რვა წლის გოგო მძიმე დაზიანებებით თბილისში, იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს.

 

| Print |