ჯანდაცვა
ახალციხის სასამართლოში პატიმარი შეუძლოდ გახდა

 

ახალციხის რაიონულ სასამართლოში, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პროცესისთვის ჩამოყვანილ მსჯავრდებულს, ექიმების დახმარება დასჭირდა. პატიმარი შეუძლოდ გახდა, მანდატურებმა კი სასწრაფო დახმარება გამოიძახეს.

ბრიგადამ პატიმარს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. სასწრაფო დახმარების სამსახურში ამბობენ, რომ პაციენტის კლინიკაში გადაყვანა საჭირო არ გამხდარა.

„ერთ პაციენტზე გვქონდა გამოძახება. ნევროტულობა აღენიშნებოდა“.

სასამართლოში ამბობენ, რომ მომხდარის გამო სასამართლო პროცესი არ შეფერხებულა.

„პატიმრები ახალი მოსულები იყვნენ, ერთ-ერთი შეუძლოდ გახდა, სასამართლოს სხდომა ჩვეულებრივ ჩატარდება. სერიოზული არაფერია, პროცესები არ შეფერხებულა“, - გვითხრა მენეჯერმა ნინო ჩიგოგამ.

 

| Print |