ჯანდაცვა
სასტუმროს მესამე სართულიდან გადმოვარდნილი ბავშვი რეანიმაციაში მოათავსეს

 

ბორჯომში, სასტუმროს ფანჯრიდან გადმოვარდნილი სამი წლის გოგო, კერძო კატასტროფის ბრიგადამ რეანომობილით ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში გადაიყვანა. ბავშვს მოტეხილობები აღენიშნება. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

„ტრავმული დაზიანებები აღენიშნება, საშუალო სიმძიმის არის მდგომარეობა, ბარძაყის, წვივის და სხვა ტრავმული დაზიანებებით, მოთავსებულია რეანიმაციაში. სხვა ორგანოები დაზიანებული არ აქვს“, - გვითხრეს „ევექსის“ პრესსამსახურში.

შემთხვევა 24 თებერვალს მოხდა. სამი წლის გოგოს ოჯახის წევრები, რომლებიც ქუვეითის მოქალაქეები არიან, ბორჯომში, ერთ-ერთ სასტუმროში ისვენებდნენ.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგაადამ ჯერ ბორჯომის სამედიცინო ცენტრში შეიყანა, სადაც პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, კვლევების შემდეგ კი
თბილისში გააგზავნეს.
| Print |