ჯანდაცვა
,,კორონავირუსული ინფექციის გამო, მსოფლიოში, პანდემიური მზადებაა გამოცხადებული" - ამირან გამყრელიძე
საქართველოს მოქალაქე 50 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც პირად საქმეზე მოგზაურობდა ირანში და აზერბაიჯანის გავლით 25 თებერვალს დაბრუნდა საქართველოში.

მიუხედავად ამისა, ქვეყანაში არ არსებობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების საფრთხე, არ იგეგმება ამ ეტაპზე სწავლის შეწყვეტა და არ არსებობს ეპიდემიის საფრთხე და არ შეიქმნება პირბადეების დეფიციტი - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.


ინფიცირებული მოქალაქე აზრბაიჯანის საზღვრიდან საქართველოში შემოვიდა სამარშრუტო ტაქსით და ასევე შემოწმებაზე გადაყვანილია მეორე მოქალაქეც, რომელიც მასთან ერთად მგზავრობდა. კარანტინში გადაიყვანენ იმ მებაჟეებსაც, რომლებსაც ინფიცირებულთან უშუალო შეხება ჰქონდათ.
საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ორი კვირით ჩაიკეტება როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო საზღვრები - აღნიშნა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.


ამ დროისათვის კორონავირუსი 36 ქვეყანაში დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რიცხვმა 81 ათასს გადააჭარბა.
| Print |