ჯანდაცვა
„ფილტვის ცენტრი მზად არის ამ ღონისძიებების ჩასატარებლად“ - ფილტვის ცენტრის ექიმი

 

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მოთავსებული 15 პირი თავს კარგად გრძნობს. არც ერთ მათგანს სიცხე ან ვირუსის სხვა ნიშნები არ აღენიშნება - ამის შესახებ ჟურნალისტებთან დაწესებულების დირექტორმა განაცხადა. რევაჟ ჟღენტის თქმით, კარანტინში მყოფ საქართველოსა და სხვა ქვეყნის მოქალაქეებს კორონავირუსზე გამოკვლევები თბილისში ჩაუტარდათ და ინფექცია არც ერთს აღმოაჩნდა. ამის შემდეგ მოხდა მათი იზოლირება აბასთუმანში. დირექტორი გამორიცხავს, რომ მათ კორონავირუსი დაუდასტურდეთ.

ფილტვის ცენტრი 100-საწოლიანი სამედიცინო დაწესებულებაა, აქედან იზოლირებული პალატა 50-ია. დირექტორის თქმით, აქვთ ყველა საშუალება, რომ მოხდეს მედპერსონალის დაცვა. 

15 პირი აბასთუმანში, საკარანტინე ზონაში დღს, 27 თებერვალს, დილით შეიყვანეს. მათ ორი კვირის განმავლობაში
ტემპერატურული სკრინინგი ჩაუტარდებათ.

| Print |