ჯანდაცვა
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში 5 პაციენტი შეიყვანეს
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში დღეს, 28 თებერვალს, კიდევ ხუთი პაციენტი შეიყვანეს.

ხუთივე მოქალაქე ირანიდან საქართველოში დილით ჩამოფრინდა.

მედიკოსების თქმით, ისინი ირანში, რისკის ქვეში მყოფ რეგიონში არ იმყოფებოდნენ, თუმცა პრევენციის მიზნით მათზე დაკვირვება მაინც მიმდინარეობს.

ხუთივე მათგანი თავს კარგად გრძნობს, არ აღენიშნებათ არც ტემპერატურა და არც ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმტოპები.

ირანიდან საქართველოში ჩამოფრენილი ხუთივე მოქალაქე აბასთუმნის ფილტვის ცენტრში ორი კვირა დარჩება.


მედიკოსების თქმით, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
| Print |