ჯანდაცვა
კავკასიის უნივერსიტეტის 5 თანამშრომელი კარანტინს აბასთუმანში გადის
კავკასიის უნივერსიტეტის დელეგაცია, რომელიც გუშინ ირანიდან დაბრუნდა, ორკვირიან კარანტინს გაივლის.

უნივერსიტეტის წარმომადგენლები ირანის იმ ორ მოქალაქესთან ერთად მგზავრობდნენ, რომლებიც საეჭვო სიმპტომების გამო საქართველოში არ შემოუშვეს.

სწორედ ამის გამო მიიღეს მედიკოსებმა გადაწყვეტილება, რომ უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა კარანტინი სხვადასხვა ფორმით უნდა გაიარონ.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრის დირექტორის თქმით, ხუთი ადამიანი კარანტინს აბასთუმანში გაივლის, დანარჩენი კი საკუთარ სახლში მოახდენს თვითიზოლაციას:

"5 ადამიანი შემოვიდა დღეს დილით აბასთუმანში, ჩვენ დავაკვირდებით მათ 14 დღის განმავლობაში. მათ პერიოდულად ასევე დააკვირდებიან ეპიდემიოლოგები. ირანის 2 მოქალაქე გააბრუნეს უკან. პირადი საუბრისას შევიტყვეთ, რომ ბრუნდებოდნენ საქართველოში განათლების მისაღებად, მაგრამ გააბრუნეს იმავე რეისით," - განაცხადა რევაზ ჟღენტმა.

| Print |