ჯანდაცვა
,,კორონავირუსს საბოლოოდ ვეღარ შევაკავებთ“ - ეპიდემიოლოგები
გასულ კვირაში ჩინეთის ფარგლებს გარეთ კორონავირუსით დაავადების შემთხვევების მომრავლების გამო მსოფლიოში იზრდება შიში, რომ ვეღარ მოხერხდება Covid-19-ის გლობალური მასშტაბის პანდემიის თავიდან აცილება.

მას შემდეგ, რაც დაავადების ახალი კერები გაჩნდა ჩრდილო-აღმოსავლეთ აზიაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში, სულ უფრო მეტი საერთაშორისო ექსპერტი მიიჩნევს, რომ კორონავირუსის შეკავება უკვე შეუძლებელია.

ეს მოსაზრება გამოთქვა აშშ-ის მინესოტის უნივერსიტეტის ინფექციური დაავადებების კვლევის ცენტრის დირექტორმა მაიკლ ოსტერჰოლმმა, როცა ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ კორეის, ირანისა და იტალიის მთავრობებმა დაადასტურეს, რომ მათ ქვეყნებში კორონავირუსი ვრცელდება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ეპიდემიოლოგებს შორის სულ უფრო მეტად იზრდება კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ კორონავირუსს „საბოლოოდ ვეღარ შევაკავებთ“.

გთავაზობთ, რადიო თავისუფლების მიერ მომზადებულ ინფოგრაფიკას კორონავირუსის გავრცელებისა და დაინფიცირებული ადამიანების შესახებ.
| Print |