ჯანდაცვა
დღეს 5 პაციენტი შეიყვანეს აბასთუმნის ფილტვის ცენტრში
აბასთუმნის ფილტვის ცენტრს 1-ლ მარტს ხუთი პირი დაემატა. აბასთუმანში, კორონავირუსზე დასაკვირვებლად სამი მათგანი ლაგოდეხიდან, ორი კი ქუთაისიდან გადმოიყვანეს. 

პირველი მარტის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით კარანტინში 119 პირი იმყოფება, აქედან 26 აბასთუმნის ფილტვის ცენტრში.

„ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს, ტემპერატურა არცერთს ეღენიშნება. ამჟამად 26 მათგანი იმყოფება დაკვირვების ქვეშ. საინკუბაციო პერიოდი 14 კალენდარულ დღეს ითვალისწინებს და ყველა მათგანი ამ პერიოდის განმავლობაში დარჩება ფილტვის ცენტრში", – ამბობს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსი ნინო ზედგინიძე.


საქართველოში კორონავირუსის 130 შესაძლო შემთხვევაა გამოკვლეული, 3 დადასტურებული, 24 ადამიანის ანალიზის პასუხი კი დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ირანიდან და ჩინეთიდან საქართველოში ნაკადის შემოსვლა თითქმის შეწყდა, იტალიიდან კი ყველაზე მეტი მოქალაქის შემოსვლა ფიქსირდება.

მისივე ინფორმაციით, მუშაობს სხვადასხვა საკარანტინო და თვითიზოლაციის რეჟიმები. კარანტინში კი 119 ადამიანია.
| Print |