ჯანდაცვა
ჭაჭა, ნაღდი ფული და კორონავირუსი
ახალი კორონავირუსის გამოჩენასთან ერთად საზოგადოებაში კამათობენ შველის თუ არა ჭაჭა ვირუსს. ამ მითის შესახებ დღეს, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

„ამ საშუალებებთან დაკავშირებით ძალიან ინტენსიურად მუშაობენ ფარმაცევტული კომპანიები საქართველოში, რომ ეს დეფიციტი ყველგან სწრაფად აღმოიფხვრას, მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ გვაქვს სხვა საშუალებებიც - საპნის დეფიციტი ნამდვილად არ არის, შეგვიძლია საპნით დავიბანოთ ხელი. შეგვიძლია, გავაზავოთ სპირტი წყალში - ჭაჭის დალევა კი არ შველის. ის შეგიძლიათ გააზაოთ წყალში. ანტისეპტიკური თვისებები აქვს ჭაჭას და შეიძლება გამოიყენოთ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ჭაჭის გარდა, ამირან გამყრელიძემ ნაღდი ფულის გამოყენებაზეც გაამახვილა ყურადღება.

,,გავრცელების ერთ-ერთი წყარო გახლავთ ფული, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ანგარიშსწორებები ელექტრონული იყოს, - აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის იმ ბანკებს, რომლებიც პენსიებს გასცემენ მიმართა, რომ თუ შესაძლებელია პენსიები ელექტრონულად გასცენ, რათა ნაღდი ფულის გამოყენებას თავი აარიდონ. გამყრელიძის რეკომენდაციით, სასურველია ნაღდი ფულის მოხმარების შემდეგ აუცილებლად დავიმუშაოთ ხელები სადეზინფექციო საშუალებებით.

„დღეს მინდა, მოვუწოდო ბანკებს და განსაკუთრებით იმ ბანკებს, ვინც არიგებენ ნაღდი ფულით პენსიებს. ზოგადად მოსახლეობას მინდა მოვუწოდო, ამ პერიოდში ეს ჩვენთვის შესაძლებელია ნაკლებად დამაზიანებელია იმიტომ, რომ ჩვენ შიდა გავრცელება არ გვაქვს. ამ მეთოდს იყენებდა ჩინეთი, მაგრამ რაც უფრო ადრე გამოვიყენებთ ამ ტიპის პრევენციულ ღონისძიებებს, მით უფრო დავიცავთ თავს. რას ნიშნავს ეს? ჩინეთი ამ პერიოდში მთლიანად გადავიდა ვირტუალურ ვალუტაზე,ანუ, ყველა ანგარიშსწორება ხდება იქ ელექტრონულად. ჩვენთანაც უნდა ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად ანგარიშსწორებები იყოს ელექტრონული, მაგრამ იქ, სადაც აუცილებელია ნაღდი ფული, სასურველია, ნაღდი ფულის გამოყენების შემდეგ, მაქსიმალურად დავიმუშაოთ ხელები,“- განაცხადა ამირან გამრელიძემ.

ამასთანავე, მან რეკომენდაციით მიმართა ბანკებსაც, რომ ყველა ფილიალში მოაწყონ ხელის სადეზინფექციო კუთხე, სადაც განთავსებული იქნება დეზინფექტორები.

| Print |