ჯანდაცვა
კორონავირუსის შემთხვევა უკრაინაშიც დაფიქსირდა
უკრაინაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ უკრაინის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა.

უკრაინული მედიის ცნობით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა ჩერნოვიცკის ოლქში დაფიქსირდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 90 932 შეადგინა, გარდაცვლილთა რიცხვი კი 3 119-ს აღწევს, გამოჯანმრთელებულია 48 163 პაციენტი.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
| Print |