ჯანდაცვა
აბასთუმნის საკარანტინე ზონიდან პაციენტების გაწერა იწყება

 

კორონავირუსის პრევენციის გამო, იზოლაციაში მყოფი პირები, აბასთუმნის ფილტვის ცენტრს ეტაპობრივად დატოვებენ. მათ საკარანტინე ვადა ეწურებათ. სამედიცინო დაწესებულება ხვალ, 5 მარტს ერთ პაციენტს გაწერს, 6-ში კი ორ მოქალაქეს.

ამასთან, სახელმწიფომ აბასთუმანში მყოფ 25-ვე პირს შესთავაზა, რომ ორკვირიანი კარანტინის დარჩენილი დღეები სახლში, თვითიზოლაციაში გაატარონ. ამ შეთავაზებას მხოლოდ ერთი პირი დასთანხმდა. ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტრო სწავლობს იმ პირობებს, სადაც მოქალაქემ კარანტინის პერიოდი უნდა გაატაროს.

| Print |