ჯანდაცვა
კორონავირუსს უკვე 80 ქვეყანა ებრძვის
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 93 160-ია.

აქედან 10 000-ზე მეტი შემთხვევა, სხვადასხვა ქვეყანაში დაფიქსირდა. ვირუსს 80 ქვეყანა ებრძვის.

ჩინეთში კი საიდანაც ვირუსი გავრცელდა, დაინფიცირდა 119 და დაიღუპა 38, საავადმყოფოდან გაწერეს 2652 მოქალაქე.

მსოფლიო მასშტაბით 50 961 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

ერთერთი ბოლო ქვეყანა, სადაც კორონავირუსით დაინფიცირების ფაქტები გამოვლინდა უნგრეთია.

ორი პაციენტი საავადმყოფოშია გადაყვანილი. როგორც „როიტერი“ იუწყება, ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ორბანის თქმით, ინფიცირებულები ირანელი სტუდენტები არიან.

ჩინეთში კორონავირუსის ახალი ტიპი 2019 წლის დეკემბერში გავრცელდა. ჩინეთის ფარგლებს გარეთ ყველაზე ბევრი დაავადებული სამხრეთ კორეაში, ირანსა და იტალიაშია.

კორონავირუსის გავრცელების საკითხი დღეს ვიშეგრადის ოთხეულის ლიდერებმა პრაღაში გამართული შეხვედრისას განიხილეს.
| Print |