ჯანდაცვა
აბასთუმნის საკარანტინე ზონა ორმა პირმა დატოვა
აბასთუმნის ფილტვის ცენტრი, იზოლაციაში მყოფმა ორმა მოქალაქემ დატოვა. მათ საკარანტინე ვადა გაუვიდათ, ჯანმრთელობის მდგომარეობა კი იძლეოდა საშუალებას, რომ საზღვარგარეთიდან დაბრუნებული პირებისთვის დაწესებული შეზღუდვები მოხსნილიყო.

ორივე მოქალაქე აბასთუმნის საკარანტინე ზონაში 27 თებერვალს შეიყვანეს. შვიდდღიანი იზოლაციის შემდეგ კი სახლში გაწერეს. ამ ხნის განმავლობაში, სისტემატურად უტარდებოდათ თერმოსკრინინგი, მედიკოსები კი მათი ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდნენ.

ამ დროისთვის, აბასთუმანში მოწყობილ საკარანტინე სივრცეში 23 პირი რჩება. ცენტრის დირექტორის თქმით, მათგან ორი მოქალაქე საიზოლაციო სივრცეს ხვალ, ექვს მარტს დატოვებს.

| Print |