ჯანდაცვა
ახალციხეში, ბოქსირებულ პალატაში აკვირდებიან პირს, რომელიც ირანიდან შემოვიდა

 

ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, კორონავირუსზე ჩატარებული ანალიზის პასუხებს ელიან, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. პაციენტი ირანის მოქალაქეა, რომელმაც მაღალი ტემპერატურით და ყელის ტკივილით კლინიკას ოთხ მარტს მიმართა. მან საქართველოს საზღვარი 22 თებერვალს გადმოკვეთა.

„პაციენტი ჩვენთან თვითდინებით შემოვიდა. სიცხე და ყელის ტკივილი დაფიქსირდა. ირანის მოქალაქეა, ველოდებით ანალიზების პასუხს, ლუგარის ლაბორატორიაშია გადაგზავნილი. ბოქსირებულ პალატაში იმყოფება, დაკვირვების ქვეშ არის. დღეს სიცხე აღარ აქვს“, - გვითხრა კლინიკის მენეჯერმა რევაზ კუჭუხიძემ. 

,,დეტალური ინფორმაციის მიწოდება ირანის მოქალაქემ ექიმებისთვის ენობრივი ბარიერის გამო ვერ შეძლო - თუმცა 41 წლის მამაკაცი ამ დროისთვის თავს კარგად გრძნობს" - განმარტავს კლინიკური მენეჯერი ბესო ბურჯალიანი.

ეს არის ერთადერთი პაციენტი, რომელიც ამ ეტაპზე ახალციხეში, სამედიცინო დაწესებულებაში დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

 


| Print |