ჯანდაცვა
კორონავირუსით დაინფიცირებულ მოქალაქეთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული.

ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ გვერდზე წერია.

მათი ინფორმაციით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა - 9 ; კარანტინის რეჟიმშია - 162 ; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 45.

შეგახსნებთ, რომ საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

კორონავირუსის მეორე შემთხვევა ქვეყანაში 28 თებერვალს დადასტურდა. ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ მოქალაქეს დაუდგინდა. კორონავირუსის მესამე შემთხვევა კი, 29 თებერვალს დაფიქსირდა, ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინა, რომელიც ირანში იმყოფებოდა, მეოთხე კი იტალიიდან საქართველოში შემოსულ მოქალაქეს დაუდგინდა.
| Print |