ჯანდაცვა
ახალციხეში მყოფი ირანის მოქალაქის პასუხები კორონავირუსის ანალიზზე ცნობილია


ირანის მოქალაქეს, რომელიც ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში, ბოქსირებულ პალატაში იმყოფება, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსის თქმით, ლუგარის ლაბორატორიიდან მიღებული პასუხით, მამაკაცს COVID-19 ინფექცია არ აღენიშნება.

"ოფიციალური პასუხი მოსულია, კლინიკასაც ცოტა ხანში გადაეგზავნება. კვლევის შედეგი უარყოფითია. ეს იყო პირველი ტესტირება კორონავირუსზე სამცხე-ჯავახეთში", - გვითხრა ნინო ზედგინიძემ. 

პაციენტი ამ დრომდე კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. 

"ინფორმაცია მაქვს, რომ არ დაუდასტურდა, თუმცა ოფიციალურად დასკვნა ჯერ არ მოსულა, ამიტომ პაციენტი ჩვენთან რჩება. პასუხების მიღების შემდეგ, მივცემთ შესაბამის რეკომენდაციებს როგორ უნდა მოიქცეს და გავწერთ კლინიკიდან",
- გვითხრა კლინიკის მენეჯერმა რევაზ კუჭუხიძემ. 

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო დაწესებულებას ოთხ მარტს მან თავად მიმართა. შუა ხსნის მამაკაცს ტემპერატურის მატება და ყელის ტკივილი აღენიშნებოდა. პაციენტმა საქართველოს საზღვარი 22 თებერვალს გადმოკვეთა, ამიტომ თავდაპირველად გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა კორონავირუსის მატარებელი ყოფილიყო. 

ამავე თემაზე: 

ახალციხეში, ბოქსირებულ პალატაში აკვირდებიან პირს, რომელიც ირანიდან შემოვიდა

| Print |