ჯანდაცვა
,,ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა" - მარინა ეზუგბაია კორონავირუსით დაავადებულებზე
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით დაავადებული ორი პაციენტის მადგომარეობა შედარებით საყურადღებოა.

ეზუგბაიას განცხადებით, 7 პაციენტთან დაავადება სიმპტომების გამოვლენის გარეშე მიმდინარეობს.

,,ამ დროისთვის ინფექციურში წევს 25 პაციენტი. გუშინ 15 პაციენტთან ჩატარდა ტესტირება 15 პაციენტზე და ყველა მათგანზე იყო უარყოფითი პასუხი.

ამ ეტაპზე 5 პაციენტზეა ტესტირება გასაკეთებელი. რაც შეეხება დაავადებულებს, გუშინ იწვა 4 პაციენტი, რომელსაც საღამოს დაემატა 5 პაციენტი.

ერთ-ერთი პაციენტის მდგომარეობა საშუალოზე მძიმეა, დაავადება კარგად არის გამოვლენილი. მეორე პაციენტის მდგომარეობა შედარებით მსუბუქია. დანარჩენი 7 პაციენტი არის კლინიკის გამოვლინების გარეშე.

ჯერჯერობით, ყველასთან მოსალოდნელია დაავადების პროგნოზირება და კლინიკის გამოვლენა"
,- განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 5 ახალი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. ქვეყნის მასშტაბით ჯამში ინფიცირებულია 9 ადამიანი.
| Print |