ჯანდაცვა
არასწორია იმის დაშვება, რომ კორონავირუსი სეზონურია და როგორც გრიპი ზაფხულში შემცირდება - ჯანმო

 

არასწორია იმის დაშვება, რომ კორონავირუსი სეზონურია და ზაფხულში დაიკლებს, როგორც გრიპი, - განაცხადა ჯანმოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ რაიანმა.

„უნდა დავუშვათ, რომ ვირუსს გავრცელების შესაძლებლობა ექნება. ასევე ცრუ იმედია იმის თქმა, რომ ის ისევე გაქრება, როგორც გრიპი“, - განაცხადა მაიკ რაიანმა.

მისივე თქმით, ჯანმო იმედს იტოვებს, რომ კორონავირუსი გრიპის მსგავსად გაქრება, თუმცა ამის მტკიცებულება ამ ეტაპზე არ არის.

30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

| Print |