ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობა 12-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ ამ დრომდე კორონავირუსის 9 შემთხვევა იყო ლაბორატორიულად დადასტურებული. 

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 140 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 42 ადამიანი გადის.
| Print |