ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსის მე-13 შემთხვევა დაფიქსირდა

 

საქართველოში კორონავირუსის მეცამეტე შემთხვევა დაფიქსირდა. ინფორმაცია ვებ-გვერდზე stopcov.ge განთავსდა. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირების ახალი შემთხვევა თბილისში დაფიქსირდა. პაციენტს კონტაქტი ჰქონდა იტალიიდან ჩამოსულ მამაკაცთან, რომელსაც კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა. 

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსის გამო, კარანტინში 141 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 69.
| Print |