ჯანდაცვა
იტალიაში სავალდებულო კარანტინი დაწესდა
ჩრდილოეთ იტალია (მილანი, ლომბარდია და მოსაზღვრე პროვინციები) ჩინეთის ჰუბეის პროვინციის მსგავსად იკეტება.

ეს არის ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედი. ხალხს აეკრძალება მიმოსვლა. კარანტინს პოლიცია და თუ საჭირო გახდა, სამხედროები დაიცავენ. იტალიაში 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება.

იტალიაში, ლომბარდიის რეგიონსა და 14 პროვინციაში, 16 მილიონი ადამიანი სავალდებულო კარანტინში იმყოფება, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ განაცხადა.

ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად დაიხურა სპორტული დარბაზები, აუზები, მუზეუმები და სათხილამურო კურორტები.

კარანტინი ლომბარდიის რეგიონში, მილანში, ვენეციაში, პარმაში, მოდენასა და კიდევ რამდენიმე პროვინციაში 3 აპრილამდე გაგრძელდება და ამ დრომდე, გადაუდებელი შემთხვევების გარდა აღნიშნული ტერიტორიების დატოვება ან იქ შესვლა იკრძალება.

ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ბოლო 24 საათის განმავლობაში 50-ით გაიზარდა და 230-ს გადააჭარბა, ამავე პერიოდში 1 200 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 5 883-მდე გაიზარდა.
| Print |