ჯანდაცვა
კორონავირუსით დაინფიცირებული ორი პირის მდგომარეობა შედარებით მძიმეა
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტიდან 2 ადამიანის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, დანარჩენი 10 პაციენტიდან ერთის კლინიკური ნიშნები, აბსოლუტურად უსიმპტომოა და ცხრას კი მინიმალური სიმპტომები, ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი მსუბუქი ხველა აღენიშნება.

მისივე თქმით, ამჟამად ლაბორატორიიდან 17 პირის პასუხს ელოდებიან.

„42 პაციენტი წევს ამჟამად კლინიკაში, მათგან 17-ზე აღებულია მასალა გამოსაკვლევად. ჯერ არც ერთის პასუხი არ ყოფილა, შესაბამისად არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ისევ გვყავს ინფიცირებული 12 პაციენტი, მათგან ერთის მდგომარეობა რჩება შედარებით მძიმე და უტარდება ყველა სამკურნალო ღონისძიებები. მას ჯერ არ დასჭირვებია ინტენსიური თერაპიის ღონისძიებები და ჟანგბადის თერაპია, თუმცა შესაძლოა, დასჭირდეს და ამისათვის მზად ვართ. კიდევ ერთი პაციენტი შედარებით დამძიმდა ტემპერატურამ აიწია 38-მდე და სავარაუდოდ მასაც აქვს ორმხრივი პნევმონია. განცხადებით, 12 დან 2 ადამიანი არის შედარებით მძიმე დანარჩენი 10 პაციენტიდან 1 აბსოლიტურად უსიმპტომოა და 9 - ს აქვს მინიმალური სიმპტომები ტემპერატურის მატება, ყელის ტკივილი, მსუბუქი ხველა და ა.შ.“,
- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

IPN.GE-ს ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული 13 შემთხვევა ფიქსირდება. ვირუსით ინფიცირებული 12 პირი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
| Print |