ჯანდაცვა
კორონავირუსზე სასტუმროს თანამშრომლის ანალიზის პასუხი ცნობილია

 

ბორჯომის სამედიცინო ცენტრიდან თბილისში გადაყვანილ პაციენტს ახალი კორონავირუსი არ დაუდგინდა. ინფორმაციას ბორჯომის სამედიცინო ცენტრის მენეჯერი ადასტურებს.

ლუგარის ლაბორატორიიდან მივიღეთ ინფორმაცია, პასუხი უარყოფითია“ - გვითხრა ირაკლი დიასამიძემ.

ბორჯომის სამედიცინო ცენტრში 30 წლამდე ქალი, ვირუსის სიმპტომებით გუშინ, რვა მარტს გციან ღამით შეიყვანეს. პაციენტი ბაკურიანიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადმოიყვანა. ახალგაზრდა ქალი იტალიიდან 17 თებერვალს ჩამოვიდა. ტემპერეტურის მატება კი ჩამოსვლიდან 21-ე დღეს დაუფიქსირდა.

ახალგაზრდა ქალი ბაკურიანის ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობს.

 

| Print |