ჯანდაცვა
500-მდე გარდაცვლილი - იტალიამ საზღვრები ჩაკეტა
ცოტა ხნის წინ, ცნობილი გახდა, რომ იტალიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება და მთელი ქვეყანა საკარანტინო ზონად გამოაცხადა. მიღებული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, 60.4 მილიონი ადამიანი კარანტინში იმყოფება.

მთავრობამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევები საგრძნობლად გაიზარდა. გაიზარდა ასევე დაღუპულთა რაოდენობაც.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით 500-მდე ადამიანია დაღუპული, ხოლო კორონავირუსით დაინფიცირებულია 8 000-მდე ადამიანი.

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში გაუქმდა ყველა მასობრივი ღონისძიება და დაიხურა საჯარო დაწესებულებები. იტალიის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ იტალია წითელ ზონად 3 აპრილამდე იქნება გამოცხადებული.

"ჩვენი ჩვევები გვერდზე უნდა გადავდოთ ჩვენი ქვეყნისთვის-იტალიისთვის. თუ საჭირო იქნება, უფრო მკაცრ ზომებსაც მივიღებთ. ნუ ვივლით გარეთ ვიყოთ სახლში და საცხოვრებელი დავტოვოთ მაშინ, როცა ეს გადაუდებელი აუცილებლობა იქნება,"- ამბობს პრემიერ-მინისტრი ჯუზეპე კონტე.

| Print |