ჯანდაცვა
აბასთუმნის საკარანტინე ზონაში იტალიიდან ჩამოსულ პირებს დააკვირდებიან

 

დღეს, ათ მარტს აბასთუმნის ფილტვის ცენტრში სამი პირი შეიყვანეს, სადაც ორკვირიან საკარანტინე პერიოდს გაატარებენ. სამივე მოქალაქე საქართველოში იტალიიდან დაბრუნდა, ისინი აბასთუმანში სარფის საბაჟოდან გადმოიყვანეს.

„სარფის საბაჟოზე შემოვიდნენ და დაკვირვებისთვის ჩვენთან გადმოიყვანეს. სამივე კახეთის რეგიონის მაცხოვრებელია. დანარჩენი ყველა კარგად არის, ნელ-ნელა ვუშვებთ, ხვალაც რამდენიმეს გავწერთ,“
- გვითხრა კლინიკურმა მენეჯერმა.

კახა ბერიძის თქმით, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინში მყოფ პირებს ელიან. იტალიიდან შემოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე, საიზოლაციო სივრცეებში გადაანაწილებენ, მათ შორის აბასთუმანში.

„იტალიიდან ჩვენი მოქალაქეები მოჰყავთ, ამიტომ ბევრს ველით, დასაკვირვებლად შემოიყვანენ. მზად გვაქვს ყველაფერი, სავარაუდოდ სრულად დავიტვირთებით“.

იტალიიდან დაბრუნებულ პაციენტებს ფილტვის ცენტრი სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ მიიღებს. 

გუშინ, ცხრა მარტს აბასთუმნის ფილტვის ცენტრში 12 პირი იმყოფებოდა, დღეს მათგან ორს საკარანტინო ვადა ამოეწურა და სახლში გაწერეს. სამ ახალ პაციენტთან ერთად, დღეის მდგომარეობით, აბასთუმნის საიზოლაციო სივრცეში 13 პირი რჩება.

 

| Print |