ჯანდაცვა
კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 23 -მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დაუდასტურდა.

ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე www.stopcov.ge -ზე განთავსდა.

ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული სულ 23 შემთხვევაა რეგისტრირებული.

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 126 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 46 ადამიანი გადის.
| Print |