ჯანდაცვა
,,ორი პირი შემოიყვანეს, ორს კიდევ ველოდებით" - აბასთუმნის ფილტვის ცენტრი
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში დღის ბოლოს კიდევ ორი პირი შეიყვანეს და ორს ელოდებიან.

,,ამ დროისათვის სულ 20 მოქალაქე გადის ორკვირიან საკარანტინე პერიოდს და დამატების შედეგად მათი რიცხვი 22-მდე გაიზრდება“ - გვითხრა კლინიკურმა მენეჯერმა.

კახა ბერიძის თქმით, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში სრულ მზადყოფნაშია და დამატებით 12 პირის მიღება კიდევ შეუძლილათ. კლინიკური მენეჯერი ვარაუდობს, რომ იტალიიდან შემოყვანილ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის ტერიტორიაზე, საიზოლაციო სივრცეებში გადაანაწილებენ, მათ შორის აბასთუმანში.

„იტალიიდან ჩვენი მოქალაქეები მოჰყავთ, ამიტომ ბევრს ველით, დასაკვირვებლად შემოიყვანენ. მზად გვაქვს ყველაფერი, სავარაუდოდ სრულად დავიტვირთებით“.

გუშინ, ცხრა მარტს აბასთუმნის ფილტვის ცენტრში 12 პირი იმყოფებოდა, დღეს მათგან ორს საკარანტინო ვადა ამოეწურა და სახლში გაწერეს.
| Print |