ჯანდაცვა
ადიგენში თვითიზოლაციაში ერთი პირი იმყოფება
ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში ერთი პირი იმყოფება. ის საქართველოში იტალიიდან დაბრუნდა. ა(ა)იპ ადიგენის ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რუიზან ქიმაძის თქმით, მოქალაქე თვითიზოლაციის წესებს იცავს და თავს კარგად გრძნობს.

„უკვე მეშვიდე დღეა თვითიზოლაციაშია და თავს კარგად გრძნობს. ვიცით, რომ იტალიიდან უნდა დაბრუნდნენ საქართვველოს მოქალაქეები. მაგრამ სად, რომელ რეგიონში ამაზე ინფორმაცია არ გვაქვს. ან იზოლაციაში წავლენ თუ კარანტინში“.

პირებს, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან, საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს. უწყება საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, როცა ზოგიერთმა მოქალაქემ თვითიზოლაციის წესები დაარღვია და საიზოლაციო სივრცე დატოვა.
| Print |