ჯანდაცვა
აბასთუმანში იტალიიდან დაბრუნებული მოქალაქეები შეიყვანეს
აბასთუმნის ფილტვის ცენტრმა დღეს, 11 მარტს, გამთენიისას იტალიიდან დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეები მიიღო. ხუთი პირი კარანტინის პერიოდს იზოლირებულ სივრცეში გაატარებს.

„გამთენიისას შემოიყვანეს, იტალიიდან პრაღის გავლით ჩამოფრინდნენ. მათ გარდა გუშინ, 10 მარტს ფილტვის ცენტრმა კიდევ ხუთი პირი მიიღო“,
- გვითხრა კლინიკურმა მენეჯერმა კახა ბერიძემ.

ამ დროისთვის აბასთუმანში 25 პირი იმყოფება, თუმცა დღესვე საკარანტინე ზონას ხუთი მათგანი დატოვებს, რომლებსაც საკარანტინე პერიოდი გაუვიდათ.

| Print |