ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რიცხვი 24 -მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დაუდასტურდა.

ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე www.stopcov.ge -ზე განთავსდა.

ამ დროისთვის საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული სულ 24  შემთხვევაა რეგისტრირებული.

ამასთან, ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ კარანტინის რეჟიმში 298 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 46 ადამიანი გადის.
| Print |