ჯანდაცვა
ახალციხეში საზღვარგარეთიდან დაბრუნებული პირები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს
12 მარტის მონაცემებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითიზოლაციაში 19 მოქალაქე იმყოფება. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული პირების რაოდენობა, რომლებიც ექიმების მითითებით საკარანტინე პერიოდს სახლში ატარებენ, ორ დღეში ითხით გაიზარდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფ პირებს დაემატა ოთხი მოქალაქე კერძოდ, ორი პირი გერმანიიდან, ერთი - პოლონეთიდან, ერთი კი რუსეთიდან. თვითიზოლაციაში მყოფი ყველა პირი თავს კარგად გრძნობს.

"ჯერჯერობით საეჭვო სიმპტომატიკა ამ 19 ადამიანის შემთხვევაში არ ვლინდება“, - გვითხრა ქეთინო ჯინჭველაძემ.

შეგახსენებთ, რომ 10 მარტს თვითიზოლაციაში 16 პირი იმყოფებოდა, ერთი მათგანი იზოლაციიდან მოიხსნა, ორ დღეში კი ოთხი მოქალაქე დაემატა.
| Print |