ჯანდაცვა
ასპინძაში თვითიზოლაციაში ოთხი პირი იმყოფება

 

ასპინძის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თვითიზოლაციის რეკომენდაცია ოთხმა პირმა მიიღო. ისინი საზღვარგარეთიდან სხვადასხვა დროს შემოვიდნენ.

"თვითიზოლაციაში მყოფი პირებიდან ზოგი რისკის ზონის ქვეყნებიდან არის ჩამოსული, ზოგი არარისკი ქვეყნიდან. ვირუსისთვის დამახასიათებელი რაიმე სიმპტომი არავის აღნიშვნია, ამიტომ კორონავირუსზე ანალიზის ჩატარებაც არ გამხდარა საჭირო", - გვითხრა ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მზია პაპაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საეჭვო ნიშნების გამოვლენის გამო, 18 წლის ასპინძელ მამაკაცს კორონავირუსზე ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა. ტესტის პასუხი უარყოფითი იყო.

 

| Print |