ჯანდაცვა
კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა, იტალიაში, 1000-ს გადააჭარბა
ბოლო 24 საათის განმავლობაში იტალიაში კორონავირუსით 189 ადამიანი გარდაიცვალა, 2249 დაინფიცირდა, ხოლო 213 განიკურნა.

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის ხელმძღვანელ, ანჯელო ბორელიზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამ მომენტისთვის იტალიაში კორონავირუსით 12 839 ადამიანია ინფიცირებული, 1016 გარდაცვლილი და 1258 განკურნებული.

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე კარანტინია გამოცხადებული. 

შეზღუდულია გადაადგილება და გაუქმებულია მასობრივი ღონისძიებები.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა.

მანამდე კი, 30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
| Print |