ჯანდაცვა
134 769 დაინფიცირებული, 70 387 გამოჯანმრთელებული და 4 983 გარდაცვლილი - კორონავირუსი ციფრებში

 

ბოლო მონაცემებით, კორონავირუსს მსოფლიოში 4 983 ადამიანი ემსხვერპლა, 134 769 დაინფიცირდა, 70 387 კი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის კორონავირუსი მსოფლიოს 127 ქვეყანაშია გავრცელებული.

კორონავირუსით დაინფიცირებისა და დაღუპვის უმეტესი შემთხვევები ჩინეთშია დადასტურებული. ბოლო მონაცემებით, ვირუსს ქვეყანაში 3 177 ემსხვერპლა, 64 000-ზე მეტი კი გამოჯანმრთელდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩინეთში ვირუსით 21 ადამიანი გარდაიცვალა. ჩინეთის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა იტალიაში ფიქსირდება - 1 016-მდე ადამიანი.

 

| Print |