ჯანდაცვა
როდის დასრულდება COVID 19?
ჩინეთის ჯანდაცვის საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის სპეციალური საექსპერტო კომისიის ხელმძღვანელი, ჩჟუნ ნანშანი აცხადებს, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის პანდემია, შესაძლოა, ივნისისთვის დასრულდეს.

ამისთვის კი, მისი თქმით, ყველა ქვეყანამ ძალების მობილიზაცია უნდა მოახდინოს. ამ შემთხვევაში COVID-19 ის დამარცხება რამდენიმე თვეშია შესაძლებელი.

"მოვუწოდებ ყველა ქვეყანას, დაიცვას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინსტრუქციები და ეროვნულ დონეზე ძალისხმევა არ დაიშუროს
", - აცხადებს ნანშანი.

მისი აზრით, ზაფხულის დადგომა ვირუსის გავრცელების შენელებას შეუწყობს ხელს.

"ჩემი შეფასება ეფუძნება სცენარს, რომლის მიხედვით პოზიტიურ ზომებს ყველა ქვეყანა მიმართავს"
, - განაცხადა კომისიის ხელმძღვანელმა და აღნიშნა, რომ პანდემია შეიძლება გაგრძელდეს, თუ რომელიმე ქვეყანა საფრთხეს სერიოზულად არ მოეკიდება და აუცილებელ ნაბიჯებს არ გადადგამს.
| Print |