ჯანდაცვა
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა

 

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული პირველი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ პაციენტს ექიმები 24 საათის განმავლობაში დააკვირდებიან და განმეორებითი ანალიზის შემდეგ სახლში გაწერენ.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დაფიქსირებული.

კარანტინის რეჟიმში 245 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 58 პირი რჩება.

 

| Print |