ჯანდაცვა
UDM-ში დეზინფექცია ჩატარდა
კორონავირუსის საფრთხის თავიდან ასაცილებლად, სამცხე-ჯავახეთში, სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. საჯარო და კერძო უწყებების მსგავსად, დეზინფექცია ტარდება მესამე სექტორის ოფისებში.

საზოგადოებრივი ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირში" განმარტავენ, რომ სპეციალისტთა რეკომენდაციის გათვალისწინებით შენობების დეზინფქცია ჩაატარეს და დისტანციური მუშაობის რეჟიმზე გადავიდნენ.

შეგახსენებთ, ამ დროისათვის კორონავირუსის პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა სკოლებში, ბაღებში, ტაძრებში, ტურისტულ ცენტრებში და სხვა საჯარო თუ კერძო დაწესებულებებში.
| Print |