ჯანდაცვა
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში სომხეთიდან დაბრუნებული მოქალაქე შეიყვანეს
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში, წუხელ ერთი პირი შეიყვანეს, რომელიც ორკვირიან საკარანტინე პერიოდს გაატარებს. საქართველოს მოქალაქე საქართველოში სომხეთიდან დაბრუნდა.

„დაკვირვებისთვის ჩვენთან გადმოიყვანეს. თავს კარგად გრძნობს და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დანარჩენებიც კარგად არიან, ნელ-ნელა ვუშვებთ, ეს დინამიური პროცესია. ხვალაც რამდენიმეს გავწერთ,“ - ამბობს ფილტვის ცენტრის დირექტორი.

რეზო ჟღენტის თქმით, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში კარანტინში მყოფი 15 პირიდან მხოლოდ ერთი არ არის საქართველოს მოქალაქე. საიზოლაციო სივრცეებში გადანაწილებული პირები, აბასთუმანში ორ კვირას დარჩებიან.

გუშინ, 14 მარტს, აბასთუმნის ფილტვის ცენტრში 14 პირი იმყოფებოდა.
| Print |