ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში 36 პირი იმყოფება
სამცხე-ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან, თვითიზოლაციაში მყოფი პირები ხუთ მათგანში არიან. ეს მოქალაქეები როგორც მაღალი რისკის, ისე არასისკი ქვეყნებიდან ჩამოვიდნენ.

თვითიზოლაციაში ახალციხეში 18, ბორჯომში - 8, ასპინძაში - 4, ნინოწმინდაში - 4, ადიგენში კი 2 პირი იმყოფება. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსის თქმით, საზღვარგარეთიდან დაბრუნებულ პირებს თვითიზოლაციის წესები არ დაურღვევიათ. 

„ამ პირებს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია გაეწია, რომ იყვნენ თვითიზოლაციაში. რეკომენდაციის დარღვევის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამ პროცესს მონიტორინგს საზგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრები და პოლიცია უწევს“, - გვითხრა ნინო ზედგინიძემ.


| Print |