ჯანდაცვა
ექიმების თქმით, კორონავირუსი ადამიანის ფილტვებზე ცუდ კვალს ტოვებს
კორონავირუსული ინფექციისაგან გამოჯანმრთელებულებს (იგულისხმებიან პნევმონიაგადატანილი პაციენტები), ფილტვისმიერი ფუნქციის შესუსტება და სიარულის დროს სუნთქვის გაძნელება აღენიშნებათ - აცხადებენ ჩინელი ექიმები 12 გამოჯანმრთელებულის საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით.

პრინცესა მარგარეტის კლინიკის ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრის ხელმძღვანელის ოუენ ცზენის განმარტებით - ორ გამოჯანმრთელებულს ფიზიკურ შესაძლებლობათა მნიშვნელოვანი დასუსტება-დაქვეითება აღენიშნება. მათ სულხუთვა ეწყებათ ჩქარი სიარულისას, ზოგ პაციენტს კი ფილტვის ფუნქციის 20-30 %-ით შესუსტება აღენიშნება.

ყველა დასახელებულ პაციენტს შემდგომი კვლევა და დაკვირვება ელის. მათთვის შეთავაზებული იქნება ფიზიოთერაპია.

მედიკოსთა განცხადებით - სავარაუდოდ COVID-19 ინფექცია ფილტვების ფიბროზს იწვევს,
პნევმონიაგადატანილებს სასუნთქი სისტემის მთავარი ორგანო შემაერთებელქსოვილოვანი ზოლებით აქვთ დაფარული, რაც აფერხებს ფილტვების სრულფასოვნად ფუნქციობას.

mkurnali.ge
| Print |