ჯანდაცვა
აბასთუმნის კარანტინში საფრანგეთიდან დაბრუნებული პირი მოათავსეს
აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მოწყობილ საკარანტინე ზონაში, დღეს, 16 მარტს ერთი პირი შეიყვანეს. საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში საფრანგეთიდან დაბრუნდა. ამ ეტაპზე, იზოლაციაში 16 პირი იმყოფება.

„გამთენიისას შემოიყვანეს ერთი პირი, საქართველოს მოქალაქეა. თავს კარგად გრძნობს ყველა“, - გვითხრა კლინიკურმა მენეჯერმა კახა ბერიძემ. მისივე თქმით, საკარანტინე სივრცეს ხვალ სამი პირი დატოვებს, რომლებსაც იზოლაციაში ყოფნის ორკვირიანი ვადა ამოეწურათ. 
| Print |