ჯანდაცვა
მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 182 609-მდე, გამოჯანმრთელებულთა კი - 79 883-მდე გაიზარდა
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა 182 609 -მდე, გამოჯანმრთელებულთა - 79 883-მდე გაიზარდა, ფატალური შემთხვევების რიცხვი კი - 7 171-ია.

აღსანიშნავია, რომ ამჟამად ვირუსით 95 555 პაციენტია დაინფიცირებული, აქედან 94%-ის (89 392) ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია, პაციენტების 6% (6 163) კი - მძიმე ან კრიტიკულ მდგომარეობაშია.
| Print |