ჯანდაცვა
კორონავირუსით კიდევ ერთი მოქალაქე დაინფიცირდა

 

კორონავირუსით დაინფიცირების კიდევ ერთი შემთხვევა - ინფიცირებული ბოლო სამ დაავადებულთან კონტაქტში იყო.

განცხადება რამდენიმე წუთის წინ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ გააკეთა.

"ამ დროისთვის 45 პაციენტია ჩვენთან მოთავსებული. გუშინ 15 პაციენტზე ჩატარდა ტესტი და აქედან ერთზე მივიღეთ დადებითი პასუხი. ეს პაციენტი გახლავთ ბოლო სამი შემთხვევის კონტაქტი. ამ ეტაპზე, ჩვენთან დადასტურებული წევს 29 პაციენტი. ახალი პაციენტის მდგომარეობა ფასდება საშუალო სიმძიმის. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია",- აცხადებს მარინა ეზუგბაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 33 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდებოდა. გუშინ, 16 მარტს ინფექციური საავადმყოფო ერთმა გამოჯანმრთელებულმა პირმა დატოვა. დღეს კი დაინფიცირებულთა რაოდენობა ისევ 33 გახდა.

| Print |