ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 50-მდე გაიზარდა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, 24 საათში, თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 14-ით გაიზარდა. 17 მარტის, 11:30 საათის მდგომარეობით, საზოგადოებისგან იზოლირებულ გარემოში 50 პირი იმყოფება. ისინი საზღავრფარეთიდან ჩამოვიდნენ, ამიტომ მათზე ჯანდაცვის უწყბების ეს რეკომენდაცია ვრცელდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების უფროსის თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი პირები რეგიონის ხუთ მუნიციპალიტეტში არიან. ნინო ზედგინიძე ამბობს, რომ ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს. თვითიზოლაციაში ახალციხეში 23, ადიგენში - 3, ბორჯომში - 11, ნინოწმინდაში - 4, ასპინძაში კი 9 მოქალაქეა.
| Print |
თეგები: თვითიზოლაცია /