ჯანდაცვა
სამცხე-ჯავახეთში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა 120-მდე გაიზარდა

 

18 მარტის, 11:00 საათის მდგომარეობით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 120 პირი იმყოფება. საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობა, ერთ დღეში 70-ით გაიზარდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილების მონაცემებით, თვითიზოლაციაში ახალციხეში 47, ასპინძაში 22, ბორჯომში - 11, ახალქალაქში - 21, ნინოწმინდაში - 14, ადიგენში კი 5 პირი იმყოფება.

„ზრდა მოხდა იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეები ბრუნდებიან ქვეყანაში. საზღვრებზე დაწესებული შეზღუდვების გამო, ცდილობენ მოასწრონ ქვეყანაში დავრუნება“, - გვითხრა განყოფილების უფროსმა ნინო ზედგინიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოს საზღვრები დაიკეტა.

 

| Print |