ჯანდაცვა
თვითიზოლაციაში მყოფი პირების რაოდენობა სამცხე-ჯავახეთში 23-ით გაიზარდა

 

სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში, 19 მარტის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში 143 პირი იმყოფება. ისინი საზღვარგარეთიდან დაბრუნდნენ და ორკვირიან იზოლაციას საჭიროებენ.

24 საათში, მათი რაოდენობა 23-ით გაიზარდა. 18 მარტს რეგიონში თვითიზოლაციის რეკომენდაცია 120 პირს ჰქონდა.

დაავადებათა კონტორლის ეროვნული ცენტრის სამცხე-ჯავახეთის განყოფილებაში ამბობენ, რომ თვითიზოლაციის წესების დარღვევის სამი ფაქტია დაფიქსირებული. სამივე მათგანი ასპინძიდან, ახალციხიდან და ბორჯომიდან, იძულების წესით კარანტინში გადაიყვანეს.

 

| Print |
თეგები: თვითიზოლაცია /