ჯანდაცვა
აბასთუმნის კარანტინში 25 პირი შეიყვანეს

 

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მოწყობილ საკარანტინე ზონაში, 25 ახალი პაციენტი დაკვირვებისთვის შეიყვანეს. ისინი ნაწილ-ნაწილ, ძირითადად, თბილისიდან გადმოიყვანეს.

20 მარტის მდგომარეობით, აბასთუმნის კარანტინში 42 კაცია განთავსებული, მათგან 40 საქართველოს მოქალაქეა, ერთი სომხეთის და ერთი აზერბაიჯანის.

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მყოფი პირებიდან, სამმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია და კარანტინში იძულებით გადაიყვანეს.

 

| Print |