ჯანდაცვა
დარწმუნებული იყავით 3-4 დღეში ჩვენ კიდევ გვეყოლებიან გამოჯანმრთელებული ადამიანები - ამირან გამყრელიძე

 

უახლოესი დღეების განმავლობაში საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები კიდევ იქნებიან - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

"სტანდარტია, რომ პაციენტს 24 საათში ორჯერ პისიარ ტესტი, ანუ კორონავირუსზე ტესტი უნდა ჰქონდეს უარყოფითი. არ მინდა შევცდე, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ მომავალ 3-4 დღეში ჩვენ კიდევ გვეყოლებიან გამოჯანმრთელებული ადამიანები," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

 

| Print |